World of Children Award აცხადებს კონკურსს ჯილდოს მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხების მოგვარებაში. ჯილდოს მიზანია საგრანტო თანხა მიანიჭოს იმ პიროვნებას, რომელიც სამომავლოდ დაეხმარება ორგანიზაციას მოახდინოს უფრო მეტი გავლენა.
ჯილდო გაიცემა სამ კატეგორიაში:
ჰუმანიტარული ჯილდო - განაცხადის გაკეთება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საკითხებში:განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული სერვისები. ჯილდო - 50 000 ამერიკული დოლარი.
ჯილდო ჯანდაცვაში - პირები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, მედიცინის, მეცნიერების მიმართულებით, მიიღებენ ჯილდოს 50 000 ამერიკულ დოლარს.
ახალგაზრდული ჯილდო - ახალგაზრდები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სხვა ბავშვების ცხოვრებაში, მიიღებენ ჯილდოს - 25 000 ამერიკულ დოლარს.