რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოების ჩართვა ცვლილებებისთვის უკეთესობისკენ. ის დაარსდა 2010 წელს კერძო და განვითარების სექტორში მოღვაწე წარმატებულ პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და გააძლიერონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოს რეგიონებში.
რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ახალციხე
მოვალეობები: ხელი შეუწყოს ახალიციხის, ბორჯომისა და ადიგენის რაიონებში კერძო სექტორის განვითარებას. დაეხმაროს პროექტის საველე კოორდინატორს დაფინანსებული ბიზნეს პროექტების განხორციელებაში, შეფასებასა და მონიტორინგში, გაუწიოს კონსულტაციები დამწყებ მეწარმეებს.
ძირითადი მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და გამოცდილება (B კატეგორია);
** სასურველია უმაღლესი განათლება, თუმცა შესაძლებელია კანდიდატის გამოცდილებას სოფლად მოსახლეობის - თემის მობილიზებისა და კოორდინაციის კუთხით, ასევე გამოცდილებას აგრარულ სფეროში უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭოს;
** აუცილებელია კანდიდატი კარგად იცნობდეს (უმჯობესია სამუშაო გამოცდილება) გეოგრაფიულ არეალს (ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი);
** სასურველია რუსული ენის სამუშაო ცოდნა;
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, excel).
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: info@rda.org.ge
წყარო: jobs.ge