ორგანიზაცია "Oxfam GB" აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერის პოზიციებზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ("სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება საქართველოში") ფარგლებში დაგეგმილი საწყისი კვლევისთვის (Baseline Survey). კვლევა ჩატარდება საქართველოს 5 რეგიონში: სამეგრელო (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), შიდა ქართლი (კასპი, გორი), მცხეთა-მთიანეთი (მცხეთა, თიანეთი, დუშეთი), ქვემო ქართლი (დმანისი, ბოლნისი, წალკა) და კახეთი (თელავი, ახმეტა).
** ქვემო ქართლი (3 ინტერვიუერი)
** მცხეთა-მთიანეთი (3 ინტერვიუერი)
** შიდა ქართლი (2 ინტერვიუერი)
** სამეგრელო (3 ინტერვიუერი)
** კახეთი (2 ინტერვიუერი).
ძირითადი ვალდებულებები:
** ოჯახების შერჩევა და ოჯახის წევრის, რესპონდენტის კვლევაში მონაწილეობის მზაობის დადგენა
** კვლევის რესპონდენტების პირისპირ გამოკითხვა შესაბამისი პროცედურების დაცვით
** რესპოდენტისთვის კვლევის მიზნების გაცნობა და მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა პროფესიული და ეთიკის წესების დაცვით.
** გამოკითხვის ჩატარება სტანდარტული სქემით და კითხვარში პასუხების შეტანა სიზუსტის დაცვით.
** რესპოდენტების მოტივირება, რომ დასმულ შეკითხვებზე გასცენ ამომწურავი და ზუსტი პასუხები
** შევსებული კითხვარის დაბრუნება შესაბამის საველე ოფისებში.
** შეგროვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა
** ზედამხედველთა ინფორმირება გამოკითხვების და მონაცემთა შეგროვების პროცესის შესახებ.
კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება
** განაცხადში მითითებულ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება
** ოჯახების კვლევაში ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** დაკვირვებულობა დეტალების მიმართ და გამოკითხვის მაღალ დონეზე ჩატარების მოტივაცია
** მოსმენის კარგი უნარი
** მეტყველების კარგი უნარი, გასაგებად საუბრის და კითხვების მკაფიოდ დასმის უნარის ჩათვლით
** კომუნიკაცის და დროის მართვის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** ინგლისურ ენის სასაუბრო და წერითი უნარები სამუშაო დონეზე (სასურველია)
** რუსული ენის სასაუბრო და წერითი უნარები სამუშაო დონეზე (ქვემო ქართლში აუცილებელი, დანარჩენ რეგიონებში - სასურველი)
** აზერბაიჯანული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია მხოლოდ ქვემო ქართლში).
სამუშაოს შესრულების ვადა: მარტი-აპრილი, 2014 წ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზანეთ CV და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: nsamsonishvili@oxfam.org.uk 2014 წლის 28 თებერვლის 17:00 საათამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტებს შესაბამისი რეგიონებიდან.
წყარო:jobs.ge