"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ტრენერთა ტრენინგს.
რეგისტრაცია წარმოებს 10 მარტამდე.
რეგისტრაციისთვის გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ელექტრონულ მისამართზე: ztamuna@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: თამუნა ზაალიშვილი - 568117688, სამუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე.
ტრენინგზე დასწრების პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით
ტრენინგი არის 5 დღიანი - 15,16,17,21,28 მარტი
კურსის ღირებულება 130 ლარი
ტრენინგის სრული კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები
ტრენინგის დასაწყისი - 11.00
ტრენინგის დასასრული - 16.30
მისამართი - დიღმის მასივი; ლუბლიანას 21ბ; ჟვანიას სახელობის კლინიკის ტერიტორია, შემოხვალთ თუ არა ცენტრალურ ჭიშკარში მარჯვნივ და პირდაპირ, არსად არ გაუხვევთ, დაინახავთ მწვანე ჭიშკარს და კოტეჯებს; პირველი კოტეჯი პირველი სართული.
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ საჭირო ცოდნას და უნარებს: ტრენინგის მომზადება და ჩატარება; ნებისმიერი სახის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება; ეფექტური კომუნიკაციის და კონფლიქტის მართვის ძირითადი პრინციპები; აუდიტორიის მართვა ტრენინგის, ლექციის, საჯარო გამოსვლისას, ფასილიტაციის უნარები
ტრენინგის მონაწილეები:
ტრენინგის მონაწილეები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, სტუდენტები, რომელთაც აინტერესებთ და ჭირდებათ ტრენინგის, ლექციის, საჯარო გამოსვლის, ფასილიტაციის მომზადება და ჩატარება.
ტრენინგის თემატიკა:
** ტრენინგი და ტრენინგის ფორმები
** ტრენინგების ისტორია
** სტერეოტიპები ტრენინგების შესახებ
** პოსტ ტრენინგი
** სწავლის სტილი
** მულტიმოდალური მიდგომის უპირატესობა ტრენინგზე
** რა უნდა იცოდეს ტრენერმა ინტელექტის შესახებ
** მრავალმხრივი ინტელექტისა და ტრენინგის დაგეგმვის ურთიერთკავშირი
** სწავლების ფორმები
** დამოუკიდებელი სწავლება
** კონკურენტული სწავლება
** თანამშრომლობითი სწავლება
** ტრენინგის დაგეგმვა, დიზაინი და ჩატარება
** ტრენინგის სტრუქტურა
** ტრენინგის სახელწოდება (სათაური)
** ტრენინგის შესავალი ნაწილი
** "სტარტერები", გაცნობის სავარჯიშოები
** ტრენინგის მოლოდინები
** ჯგუფის შეკვრის ხელშემწყობი სავარჯიშოები
** ტრენინგის მსვლელობა
** ტრენინგი, როგორც ინტერაქცია
** ტრენინგის მეთოდები
** დისკუსია
** გონებრივი იერიში (Brain storming)
** შემთხვევების შესწავლა (Case study)
** როლური თამაში
** პრეზენტაციის ტექნიკები
** ფასილიტაცია
** ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები
** კონფლიქტის მართვა.
წყარო: jobs.ge