დამწყებ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მედია სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მსურველებს "სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი" გთავაზობთ სამ თვიანი მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის პარალელურადაც თქვენ თავად შეარჩევთ სასწავლო კურსს.
"Press Emblem Kampan"-ის დასკვნით, ჟურნალისტის პროფესია ყველაზე სარისკო, საინტერესო და მძიმეა. თქვენ საშუალება მოგეცემათ პრაქტიკაში მოსინჯოთ ძალები, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით.
პროგრამის უნიკალურობა:
1. ინტენსიური სტაჟირების (ყოველდღიური) ფორმა;
2. სტაჟიორებს ეყოლებათ საკუთარი კურატორი.
3. ყველა ლექცის შემდეგ სტაჟიორი მოამზადებს დამატებით სტატიას შერჩეული საგნის მიხედვით.
4. სტაჟირების მესამე თვეს სტუდენტები ისწავლიან სიღრმისეული მასალის კეთებას.
5. ყველა სტაჟიორს ექნება მედია საშუალების ბეჯი, რომლითაც დაესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს გასაშუქებლად.
6. სტაჟიორებს გადაეცემათ სასწავლო მასალა.
7. მათ, ვინც სრულად გაივლიან სამთვიან სტაჟირებას, დამადასტურებელი საბუთის გარდა, გადაეცემათ სრეკომენდაციო წერილი, რომელიც დაეხმარება სამსახურის ძიებისას.
8. ყველაზე წარმატებული სტუდენტები სტაჟირების დასრულებისას მიიღებენ პირველ ჰონორარს.
"სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის" სტაჟირების პროგრამის უნიკალურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: საინფორმაციო ინტერნეტ პორტალზე 3 თვიან სტაჟირებასთან ერთად თქვენ შესაძლებლობა გაქვთ 9 სასწავლო პროგრამიდან აირჩიოთ ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, თანაც თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად:
1. ტურიზმი და ეკოჟურნალისტიკა - 200 ლარი (რეგიონში თვეში ერთხელ საველე გასვლით);
2. რადიოჟურნალისტიკა - 150 ლარი (რადიოში პრაქტიკის ჩათვლით);
3. ფოტოგრაფია - 200 ლარი;
4. ფოტოჟურნალისტიკა - 150 ლარი;
5. მედიაში სოციალური პრობლემების გაშუქება - 150 ლარი;
6. მედიასთან კომუნიკაცია - 150 ლარი;
7. ახალი მედია - 150 ლარი;
8. ვიდეო და აუდიო მონტაჟი - 200 ლარი;
9. მხოლოდ სტაჟირების შერჩევის შემთხვევაში სტაჟირება + ფოტოშოფის 7 გაკვეთილი - 150 ლარი.
პროგრამის შედგენისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაზრის მოთხოვნა და სტუდენტების დღის განრიგი. სტაჟიორი თავად შეადგენს ლექციების ჩატარების სიხშირესა და სტაჟირების განრიგს. სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე, ნაწილ-ნაწილ. ტრეინინგები გაიმართება საღამოს საათებში. გათვალისწინებულია ყავაზე შესვენებაც.
მსურველემა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cjcvacansy@gmail.com
თუ სტაჟირების გარდა რომელიმე საგნის გავლაც გსურთ, სათაურში მიუთითეთ შერჩეული საგანი.
სტაჟიორების შერჩევა მოხდება გასაუბრებით.
სწავლა დაიწყება მარტის პირველ კვირას.
კითხვების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 348959, (0) 570 508332
წყარო:jobs.ge