en
ge

ახალგაზრდული ჯგუფის ფასილიტატორი - შიდა ქართლი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: გადავარჩინოთ ბავშვები
  • დაწყების თარიღი: 18.02.2014
  • ბოლო ვადა: 21.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69514/
"გადავარჩინოთ ბავშვების" წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს ახალგაზრდული ჯგუფის ფასილიტატორის პოზიციაზე, პროექტის "ომის შედეგად დაზარალებული თემების რეფერალური სისტემის გაძლიერება შიდა ქართლში" (SCBR) ფარგლებში. პროექტი ფინანსდება დონორი ორგანიზაციის - BPRM-ის მიერ.დაწყების თარიღი: აპრილი, 2014 წ.ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების კონტრაქტი.სამუშაო ადგილი: შიდა ქართლი, გორის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული დევნილთა ჩასახლებები.მთავარი მიზანი: ახალგაზრდული ჯგუფის ფასილიტატორი პასუხისმგებელია ხელი შეუწყოს ადვოკატირების მიზნით ახალგაზრდული ჯგუფების შექმნას, აწარმოოს ცნობიერების ამაღლების კამპანია და ჩაატაროს ტრენინგები ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.ძირითადი მოვალეობები:
1. ადვოკატირების მიზნით შექმნას ახალგაზრდული ჯგუფები თითოეულ ჩასახლებაში
2. ცნობიერების ამაღლების მიზნით ფასილიტაცია გაუწიოს 5 ცნობიერების ამაღლების კამპანიას (ერთს თითო თემში) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, გენდერულ თანასწორობაზე და ახალგაზრდებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე
3. სამიზნე ტერიტორიის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის დაგეგმოს და ჩაატაროს ტრენინგები მათთვის პრიორიტეტულ თემებზე
4. მხარდაჭერა გაუწიოს პროექტის მენეჯერს ყოველთვიური ანგარიშის წარმოებაში.5. დაცვის რეფერალური გუნდის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ყოველთვიური სამუშაო ვიზიტის/გეგმის წარდგენა პროექტის მენეჯერთან.
კვალიფიკაცია
** უმაღლესი განათლება;
** ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
** წარმატებული პროექტების/ინიციატივების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
** ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის უნარები;
** Microsoft Word-ის და სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და სასაუბრო).
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბავშვების უსაფრთხოება და შესაბამისად, ჩვენი შერჩევის პროცესი უნდა ასახავდეს ჩვენს პასუხისმგებლობას, დავიცვათ ბავშვები არასწორი მოპყრობისაგან.შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი 2014 წლის 21 მარტამდე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nato.gabashvili@savethechildren.org
წყარო:www.jobs.ge