en
ge

ლიდერთა მასტერკლასი გაეროში, აშშ, ნიუ-იორკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ELCML International
  • დაწყების თარიღი: 18.02.2014
  • ბოლო ვადა: 19.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69572/
ა(ა)იპ მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის საქართველოში ლიდერი ახალგაზრდების აღმოჩენის მიზნით უკვე 5 წელია წარმატებით ახორციელებს სასწავლო/შემეცნებით და კულტურულ პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში. მათ შორის ორგანიზებას უწევს მოსწავლე- ახალგაზრდების მონაწილეობას, დელეგატების სტატუსით, გაეროს სესიებზე, აშშ-ში, ნიუ-იორკში. ასევე, აძლევს მათ უნიკალურ შანსს წარადგინონ სარეზოლუციო პროექტები და მოიპოვონ დაფინანსება. ქართველი დელეგატები სესიების ყოველი სეზონიდან, სარეზოლუციო ნაწილში, გამარჯვებულები ბრუნდებიან. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ბმულები: https://www.facebook.com/pages/Youth-for-Democracy/379043128884456 https://www.facebook.com/elcml.ge?ref=hl
არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს რეგისტრაციას ორ-კვირიან ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თემაზე: "გაერო, გლობალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები". პროექტის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები დაესწრებიან ლექციებს შემდეგი მიმართულებით: გაერო და მისი როლი, გლობალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, თანამეროვე ტექნოლოგიები, კულტურა და რესურსები.
პროგრამის შედეგად მონაწილეები ისწავლიან:
** პრობლემების გადაჭრას
** ერთობლივ კვლევას
** პროექტების მართვას
** საჯარო გამოსვლებს
** გუნდურ მუშაობას
** ლიდერობას
** რთული სიტუაციების მართვას
** გლობალურ მოქალაქეობას
პროექტში მონაწილეობისათვის აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
** ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 26 წლამდე** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა
** ლიდერის თვისებები
** განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები
პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა; 13-14 დღეპროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის ივნისი-ივლისი
პროექტის გამხორციელების ადგილი: აშშ, ნიუ-იორკი, გაეროს შტაბ-ბინა
რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: annualyouthassembly@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ქ.თბილისი, გ.ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართულიტელ.: (32) 2 93 38 81; 599 56 03 48ვებ-გვერდი: http://www.elcml.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.facebook.com/pages/Youth-for-Democracy/379043128884456 | https://www.facebook.com/elcml.ge?ref=hl
წყარო:www.jobs.ge