en
ge

საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ფონდი სიცოცხლე მშვენიერია
  • დაწყების თარიღი: 19.02.2014
  • ბოლო ვადა: 01.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69583/
ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია" აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგ სფეროში: არტპროექტი სოციალური მედიიის განვითარებისთვის (ინტერნეტსივრცე).საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მედიის სფეროში მომუშავე ფიზიკურ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. საპროექტო განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე. საპროექტო საქმიანობა უნდა დაიწყოს არაუადრეს 2014 წლის 15 აპრილისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 1 სექტემბრისა; პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია პროექტს თან უნდა ერთვოდეს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** საგრანტო განაცხადი (იხ. ფორმა)
** ბიუჯეტი Excel-ის ერთგვერდიანი ფაილის სახით;
** პროექტის აქტივობები და გრაფიკი Word-ის ერთგვერდიანი ფაილის სახით;
** სარეკომენდაციო წერილი
** სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი თუ განმცხადებელი იურიდიული პირია
** პროექტის განმახორციელებელი პირების ბიოგრაფიები (CV) (მაქს. 3 ცალი)
განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: sagrantokonkursi@gmail.com.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2014 წლის 1 მარტი 18:00 საათი.
წყარო:www.jobs.ge