en
ge

კონკურსი წიგნის ფესტივალის ორგანიზებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: GPBA
  • დაწყების თარიღი: 19.02.2014
  • ბოლო ვადა: 01.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69620/
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ივენთ და სარეკლამო კომპანიებისთვის - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებისთვის.
კონკურსის შეფასების საგანს წარმოადგენს წიგნის ფესტივალის კონცეფცია. აღნიშნული კონცეფცია უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
1. ფესტივალის ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის თემატური ივენთების მოწყობა;
2. სპეციალური პროგრამა ბავშვებისათვის;
3. კითხვის პოპულარიზაციისადმი მიმართული ღონისძიებები;
4. ფესტივალის წინასწარი სარეკლამო კამპანია და მიმდინარეობის ეფექტური გაშუქება;
5. სარეკლამო (აუდიო-ვიდეო, სივრცული და აქსესუარული) პროდუქტების დაგეგმვა-რეალიზაცია;
6. სპონსორების მოზიდვა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება 29 მაისიდან 1 ივნისამდე.
ჩატარების ადგილი: "ექსპო ჯორჯიას" მე-6 და მე-11 პავილიონები.
საკონტაქტო ინფორმაცია:ტელ: 2 342390ელფოსტა: info@gpba.ge
წყარო:www.jobs.ge