en
ge

სტაჟირება - ქუთაისი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 20.02.2014
  • ბოლო ვადა: 28.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69663/
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს სტაჟირების პროგრამას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს, რომელიც იმუშავებს ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში.კანდიდატს მოეთხოვება:
** იყოს დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
** იყოს მოტივირებული, ინიციატივის მქონე და შეეძლოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობა;
** კარგად ფლობდეს საბაზისო კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Word, Excel) და ბეჭდვით უნარებს;
** შეეძლოს ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერა;
** კომუნიკაბელური;
** კარგად ესმოდეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მისია და მანდატი;
** უპირატესობა მიენიჭება სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტებს და ახლად კურსდამთავრებულებს.
აღნიშნული სტაჟირება განკუთვნილია აქტიური და საქმის ერთგული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცემათ, უშუალოდ გაეცნონ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას და მენეჯმენტს, გაიგონ საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების შესახებ და გაზარდონ მომავალში მათი დასაქმების შანსები.სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
სააპლიკაციო პროცესი:
აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართი jobs@transparency.ge რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
** რეზიუმე (ქართულ ენაზე)
** სამოტივაციო წერილი, სადაც მითითებული იქნება თუ რატომ არის აპლიკანტი დაინტერესებული ამ პოზიციით და რა შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია (ქართულად ენაზე)
შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
სტაჟირება დაიწყება მარტის თვიდან.
არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. ასევე, გთხოვთ ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ "სტაჟირება - ქუთაისი ოფისი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2014 წლის 28 თებერვალი.
წყარო:www.jobs.ge