en
ge

ოჯახის ასისტენტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 20.02.2014
  • ბოლო ვადა: 01.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69672/
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ასისტენტის (ძირითადი აღმზრდელის დამხმარე) პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: თბილისი.ოჯახის ასისტენტის მოვალეობაა ძირითად აღმზრდელთან ერთად ოჯახში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო და იზრუნოს ბავშვებზე იმისათვის, რომ ისინი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
ოჯახის ასისტენტი ეხმარება ძირითად აღმზრდელს ბავშვების აღზრდასა და მათ სწავლებაში, ასევე საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით ძირითად აღმზრდელებთან ერთად;
** შექმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო;
** შეცვალოს ძირითადი აღმზრდელები შვებულებისა და დასვენების (ერთი დღე კვირაში) დღეებში, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს და შესაბამისად, სრულად შეასრულოს ძირითადი აღმზრდელების მოვალეობა;
** ძირითადი აღმზრდელის შეცვლის შემთხვევაში შეასრულოს ოჯახში ძირითადი აღმზრდელის დავალებები, ოჯახის შესაბამისი პრინციპებისა და ტრადიციების გათვალისწინებით;
** უზრუნველყოს მუშაობა ეროვნული და SOS-ის სტანდარტების, ასევე, სხვა სამუშაო დოკუმენტების შესაბამისად ("ხარისხი ბავშვებისათვის", ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.)
** იზრუნოს თბილისის "SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში, მოწვეული სტუმრების მიღებაზე.მოთხოვნები:კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები: ოჯახის ასისტენტი ცვლის ძირითად აღმზრდელს (ღამისთევით) დასვენებისა და შვებულების დღეებში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას), ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2014 წლის 1 მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო:www.jobs.ge