en
ge

ინგლისური ენის კურსები დიდ ბრიტანეთში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 20.02.2014
  • ბოლო ვადა: 20.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69682/
გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი საშუალებას აძლევს ინგლისური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს, გაიარონ ინგლისური ენის კურსები ბრიტანეთში - ლონდონში, მანჩესტერში, ოქსფორდსა და სტრეტფორდში არსებულ პრესტიჟულ კოლეჯებსა და ენის ცენტრებში.მონაწილეებს საშუალება ექნებათ, საწყისი ეტაპიდან შეისწავლონ ან გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, გაეცნონ ბრიტანეთის ისტორიას, კულტურას და ცხოვრებას, შეიძინონ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატი.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-40 წლის დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირიდან 1 თვემდე;
პროგრამის ღირებულება: 1500 ფუნტი (2 კვირა); 2500 ფუნტი (1 თვე).
ღირებულებაში შედის:
** მოწვევა
** ვიზის აპლიკაციის შევსება/დაზღვევა
** თვითმფრინავის ბილეთი ორივე გზა
** პროგრამით გათვალისწინებული ინგლისური ენის გაკვეთილები
** სრული მონიტორინგი კვალიფიციური კადრების მიერ
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა
** სასწავლო მასალების, პორტფოლიოს და სერთიფიკატების გადაცემა
** სპორტული ინვენტარის გამოყენება.
** ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი - 132 აშშ დოლარი.
კურსის გავლა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და language course in Great Britain)თუ გსურთ გაეცნოთ და დარეგისტრირდეთ საერთაშორისო პროგრამებზე, შეავსეთ აპლიკაცია (აუცილებად მიუთითეთ პროგრამის დასახელება).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრის ადმინისტრაციას თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777, 568 802 882, 593711444ელ-ფოსტა: exchangeprograms@pdcgeo.geმოიწონეთ სრული ინფორმაციის მისაღებად: http://goo.gl/Ceu9iX | https://www.facebook.com/groups/274237499262561/
წყარო:www.jobs.ge