en
ge

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა რუმინეთში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია
  • დაწყების თარიღი: 21.02.2014
  • ბოლო ვადა: 26.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69728/
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას რუმინეთში.
პერიოდი: 12-20 აპრილი 2014.
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტრეინინგი შემუშავებულია ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:
** ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში
** ევროპული მოქალაქეობა
** ახალგაზრდების ჩართულობა
** ინტერკულტურული საღამოები
** ევროპული იდენტობა
** კომუნიკაცია
პროექტში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, პორტუგალია, ბულგარეთი, იტალია, რუმინეთი, აზერბაიჯანი,მოლდოვა, სომხეთი, მალტა, უკრაინა და უნგრეთი. ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება 3 მონაწილე.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 400 ევროს.
ღირებულება მოიცავს:
** პროგრამაში მონაწილეობას
** საცხოვრებლის ხარჯებს
** კვებას
** ექსკურსიას
** თვითმფრინავის ბილეთს (ორივე გზა)
** საერთაშორისო სერტიფიკატს
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com 26 თებერვლის ჩათვლით.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანიმე-9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით) ან დაგვიკავშირდით:
ტელ: 570 104 104 555 355119;
წყარო:jobs.ge