"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე:
ფინანსური მენეჯერის მოვალეობები:
**ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
**სხვადასხვა დონორებისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება (დაგეგმვა, განხორციელება და პროცესის მონიტორინგი და ანგარიშგება);
**ფინანსური ანალიტიკა და ფინანსური დაგეგმვა;
**ბანკებსა და მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა;
**გარე აუდიტთან მუშაობის კოორდინაცია;
**ორგანიზაციის დირექტორსა და პროგრამების მენეჯერთან ერთად პროექტების ბიუჯეტის შემუშავება და კონტროლი;
**ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შესყიდვების წარმოება და კონტროლი;
**ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**უმაღლესი განათლება - ფინანსები/ეკონომიკა/მათემატიკა
**საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა
**კომპიუტერული და ბუღალტრული პროგრამების კარგი ცოდნა
**ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა
**მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
**სხვადასხვა საერთაშორისო დონორებთან მუშაობის გამოცდილება
**სასურველია USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
**კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
**ხარისხზე ორიენტირებულობა, ძლიერი მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნება;
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი 2014 წლის 15 მარტამდე ელ.ფოსტის მისამართებზე: hr@isfed.ge | t.kirvalidze@isfed.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წყარო:jobs.ge