საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამა "ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (IREX) იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) ტრენინგზე: როგორ გავაშუქოთ თვითმმართველობის არჩევნები
სამდღიანი სემინარი იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გააშუქონ თვითმმართველობის არჩევნები, გაიმართება 2014 წლის 18, 19 და 20 მარტს ბათუმში, შემდეგ მისამართზე: ნინოშვილის ქ.N1, Radisson Blue Hotel. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს), რომლებსაც აქვთ არჩევნების გაშუქების გამოცდილება.
მსგავსი სემინარი აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის გაიმართება თბილისში 2014 წლის 2, 3 და 4 აპრილს.
სემინარების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის "ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.
G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით.
სემინარებს გაუძღვებიან ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერთა საბჭოს წევრი საქართველოდან დავით ლოსაბერიძე, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე და IREX G-MEDIA უფროსი მრჩეველი ჟურნალისტიკის საკითხებში ეკა ფირცხალავა.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული "პროგრამის მონაწილის ანკეტა” და სამოტივაციო წერილი. ორივე დოკუმენტი უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 7 მარტის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: training-georgia@irex.org
სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ. გვითხარით, რატომ დაინტერესდით აღნიშნული ტრენინგით და როგორ აპირებთ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან შევსებული კითხვარის და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად. გამარჯვებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 11 მარტამდე.
ტრენინგის ორგანიზატორები დაფარავენ მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯებს მონაწილე ჟურნალისტებისათვის რეგიონებიდან. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი:
თინათინ ბაშარული, ტელ: 2 912608, შიდა ნომერი 115;
წყარო:media.ge