თუ ხართ ტრენერი, მუშაობთ უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში და დაინტერესებული ხართ ისეთი მეთოდოლოგიის გაცნობით, როგორიცაა სიმულაციური თამაშები, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი გერმანულ ორგანიზაცია CRISP-თან თანამშრომლობით აცხადებს ტრენერთა შესარჩევ კონკურსს პროექტის ფარგლებში Imagine the Change. პროგრამა მიზნად ისახავს უმცირესობების თემატიკაზე მომუშავე ტრენერებისათვის სიმულაციური თამაშების მეთოდიკის გაცნობას, რათა ჩამოყალიბდეს ტრენერთა ქსელი, რომელიც აღნიშნული მეთოდის დახმარებით განახორციელებს მცირე აქტივობებს საქართველოს იმ რეგიოენბში, რომელიც დგას ინტეგრაციის პრობლემატიკის წინაშე.
სიმულაციური თამაში ეს არის რეალობის მოდელირება რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკური ლაბორატორია, სადაც მონაწილეებს ეძლევათ საშუალება განავითარონ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული მიდგომები. გარდა ამისა, სიმულაციური თამაშები წარმოადგენენ ეფექტურ მეთდოს განათლების პროცესში, რადგან მონაწილეებს ეძლევათ საშუალება გამოვიდნენ საკუთარი პერსონალური როლიდან და წარმოადგინონ განსხვავებული პოზიცია. ამ პროცესში მათ უადვილდებათ კომუნიკაციური ბარიერების გადალახვა და ამყარებენ უკეთეს კავშირს „მეორე მხარესთან". სიმულაციის პროცესში დაწყებული თანამშრომლობა და სტრატეგიების შემუშავება ეხმარება მონაწილეებს აღადგინონ/განავითარონ ნდობა სხვებთან მიმართებაში. ამ პროცესის მეშვეობით იქმნება ბაზა სამომავლო თანამშრომლობისათვის.
პროექტის ორი ძირითადი ეტაპისაგან შედგება: პირველ ეტაპზე მოხდება 12 ტრენერის შერჩევა, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენერთა ტრენინგი სიმულაციური თამაშების ფასილიტაციის შესახებ. პროექტის მეორე ეტაპზე კი მონაწილეები თავად გაუკეთებენ ორგანიზებას სიმულაციური თამაშების ორგანიზებას სამიზნე რეგიონებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ მიბმულ დოკუმენტებს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ 2014 წლის 17 მარტამდე გაგზავნოთ სრულყოფილად შევსებული ანკეტა მისამართზე teonadalakishvili@iccn.ge
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მისამართზე teonadalakishvili@iccn.ge ან ტელეფონზე: +995593197219
პროექტს აფინანსებს შვეიცარიის საელჩო საქართველოში