en
ge

იურისტი - ზუგდიდი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 25.02.2014
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: http://jobs.ge/69919/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს 2 ვაკანსიას ზუგდიდში იურისტის პოზიციაზე.
მიმართულებები:
** სისხლის სამართალი;
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი.
ძირითადი მოვალეობები:
** მოქალაქეთათვის იურიდიული კონსულტაციებისა და საადვოკატო მომსახურების გაწევა;
** გასვლითი კონსულტაციების ორგანიზება და სამართლებრივი პრობლემატიკის გამოკვეთა რეგიონის დონეზე;
** ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგი;
** ყოველთვიური ანგარიშების წერა;
** საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება;
** სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საიას ღირებულებების გაზიარება;
** შრომის დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამართლებრივი წერის კულტურა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სასურველია:
** ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა შესაბამისი სპეციალიზაციის მიხედვით;
** პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** მენეჯერული უნარ-ჩვევები.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საიას ოფისებში (თბილისი - ჯ. კახიძის ქ. 15, ქუთაისი - კოსტავას ქ. 11), სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
** ავტობიოგრაფია (CV);
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამოტივაციო წერილი;
** 1 რეკომენდაცია.
ან სურვილის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები გამოგზავნონ შემდეგ ელექტონული ფოსტის მისამართზე: sarajishvili@gyla.ge 2014 წლის 14 მარტის 18:00 საათამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. არასრულად მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15,
საკონტაქტო პირი: ანი ტაბიძე, ტელ.: 293 61 01; 295 23 53
თამარ სარაჯიშვილი: 593 16 79 77
ელ. ფოსტა: sarajishvili@gyla.ge 
წყარო:jobs.ge