en
ge

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურს 2014 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.
სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.
სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ვადები:
კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ონლაინ წარდგენა შესაძლებელია:
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 მარტისა - 2014 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 მაისისა - 2014 წლის ივლისი-აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 ივლისისა - 2014 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
• არა უგვიანეს 2014 წლის 20 სექტემბრისა - 2014 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.
ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებგვერდის საშუალებით.
წყარო: rustaveli.org.ge