en
ge

მრავალფეროვნების საკვირაო სკოლა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 17.03.2014
მედიის განვითარების ფონდი (MDF) იწვევს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვოტირების წესით ჩარიცხულ არაქათულენოვან სტუდენტებს
მრავალფეროვნების საკვირაო სკოლაში
პროგრამის ფარგლებში მსმენელები :
• გაივლიან პრაქტიკულ კურსს სამოქალაქო ჟურნალისტიკაში;
• მოისმენენ თემატურ ლექციებს და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში;
• შექმნიან მედია პროდუქციას, რომელიც facebook-ის გვერდზე - "ჩვენ ვხედავთ - ჩვენ ვმოქმედებთ" - განთავსდება;
საკონკურსო ჟიური 3 საუკეთესო სტუდენტური ნაშრომის ავტორს შემდეგი პრიზებით დააჯილდოვებს:
მე-3 ადგილი - მინი ვიდეო კამერა,
მე-2 ადგილი - მინი IPad-ი,
I ადგილი - პერსონალური ნოუთბუკი და 1 თვიანი სტაჟირება რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ მოტივაციის წერილი, თუ რატომ სურთ მონაწილეობის მიღება პროგრამაში და 17 მარტამდე გამოგზავნონ შემდეგ ელ-მისამართზე:
mdfdiversityschool@gmail.com
სამოტავაციო წერილის საფუძველზე შერჩეული მსმენელბისთვის საკვირაო სკოლაში სწავლა 22 მარტს დაიწყება და შაბათობით გაიმართება.
საორიენტაციო შეხვედრები სტუდენტებთან გაიმართება:
• 6 მარტს, 16:00სთ-ზე - ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სააქტო დარბაზში (ჭავჭავაძის გამზ. #8).
• 11 მარტს, 16:00 სთზე - ილიას სახ. უნივერსიტეტის სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდულ ცენტრში, D კორპუსი, აუდიტორია 201 ( ჭავჭავაძის გამზ #32, შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან).
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია:
www.mdfgeorgia.ge
ტელეფონი: 2 22 00 16; 577793294
წყარო: mdfgeorgia.ge