en
ge

ამერიკის სამართლებრივი სისტემების კურსები

ფორდჰამის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი, მანჰეტენი) სამართლის სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას 2014 წლის საზაფხულო სკოლაში 2014 წლის 7 - 25 ივლისის პერიოდში ამერიკის სამართლებრივი სისტემების კურსებზე.
პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის დიპლომის მქონე იურისტებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. პროგრამა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც აპირებს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვებას ამერიკულ უნივერსიტეტებში და ასევე მოიცავს სპეციალურად მისთვის მოსამზადებელ მოდულებს. გარდა სასწავლო შინაარსისა, პროგრამა ითვალისწინებს მრავალ სოციალურ აქტივობას, რომელიც იძლევა მაღალი დონის პროფესიული კონტაქტების დამყარების საშუალებას, როგორც პრაქტიკული საქმიანობის, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან - ადვოკატებთან, პროფესურასთან, სახელმწიფო მოხელეებთან, მსხვილი კორპორაციების მენეჯერებსა და იურისტებთან.
პროგრამა მოიცავს კურსებს შემდეგ სპეციალობებში:
** გაკოტრების სამართალი;
** საკონსტიტუციო სამართალი,
** კორპორაციული სამართალი;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართალი;
** ინტელექტუალური საკუთრების სამართალი;
** მტკიცებულებები და საპროცესო პრაქტიკა სისხლის სამართალში;
** საერთაშორისო არბიტრაჟი;
** სამოქალაქო პროცესი და დავების წარმოება.
სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იურიდიული ინგლისურის სრულყოფის კურსებში, რომლებიც ითვალისწინებს:
კონტრაქტების დადებასა და მოლაპარაკებას, მემორანდუმის შედგენას, იურიდიულ მართლწერას, სამართლებრივი კვლევის ჩატარების მეთოდიკასა და დავების წარმოების დოკუმენტაციის შედგენას; ასევე სამაგისტრო პროგრამებისთვის დოკუმენტაციის და აპლიკაციის პროცესის მომზადების ტრენინგებს.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 2800 აშშ დოლარს საცხოვრებლის გარეშე, ხოლო საცხოვრებლის ჩათვლით 4300 აშშ დოლარს.
აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა 25 მარტის დღის 12 საათი.
იურიდიული კომპანია R.B. & Partners (http://www.cyberlaw.ge) არის სკოლის საგანმანათლებლო წარმომადგენელი და აპლიკანტებს შერჩევის პროცესის გავლის შემდეგ უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაციებით.
განაცხადებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის: აღმაშენებლის გამზირი 154. მე-4 სართული. 11-დან 18 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
ელ-ფოსტა: info@cyberlaw.ge
ტელ: 0790 22 52 02; 599 0228 72.
წყარო: jobs.ge