ცხადდება მონაწილეთა მიღება ღონისძიებაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის საკითხების განხილვას ეხება. განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე კონფლიქტის მართვის, ადამიანების უფლებების დაცვის ან მედიის სფეროში მოღვაწე სტუდენტებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს, ასევე ეთნიკური მოსახლეობის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს (18-45წ.).
პროექტი ხორციელდება ადამიანთა უფლებების დაცვისა და დემოქრატიის ფარგლებში ამერიკის ნაციონალური თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და ასოციაცია „ტეკალის" თანაპარტნიორობით.