"საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები" აცხადებს განაცხადების მიღებას პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე.
პროგრამა განკუთვნილია 25-დან 35 წლამდე საჯარო სექტორში მომუშავე პირებისთვის და ითვალისწინებს 5-კვირიან სტაჟირებას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოებში. პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 3 აპრილი, 2014 წ.
გამარჯვებული კანდიდატები ამერიკაში გაემგზავრებიან 2014 წლის სექტემბერში.
შეკითხვებით მოგვწერეთ მისამართზე: PFP.Georgia@amcouncils.ge
წყარო: jobs.ge