en
ge

სტიპენდია Bellerbys College-ის GCSE პროგრამაზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ELL
  • დაწყების თარიღი: 27.02.2014
  • ბოლო ვადა: 20.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70004/
ELL აცხადებს დიდი ბრიტანეთის Bellerbys College-ის (Cambridge, Oxford, London, Brighton) 2 წლიან GCSE პროგრამაზე ერთ სტიპენდიას 21,450 ფუნტის ოდენობით, მე-7, 8, 9 კლასის მოსწავლეთათვის!
Bellerbys College დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია , რომელიც უცხოელ სტუდენტებს ამზადებს დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. კოლეჯი გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით და კოლეჯის სტუდენტების მაღალი შედეგებით GCSE სასწავლო პროგრამაზე. GCSE-ის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი სწავლას აგრძელებს A Level პროგრამაზე.
Bellerbys College აძლევს ქართველ სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას მოიპოვონ 10,725 ფუნტის ოდენობის 50% დაფინანსება GCSE პროგრამაზე Brighton-ში. GCSE არის სკოლის აკადემიური 2 წლიანი პროგრამა 13-15 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის. აღნიშნული დაფინანსება გათვალისწინებულია მე-7, 8, 9 კლასის წარმატებული სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.
დაფინანსების მოპოვების პირობები:
** სკოლის უმაღლესი ნიშნები
** ძლიერი აკადემიური დახასიათებები სკოლიდან
** IELTS-ის სერთიფიკატი, ქულა - 4.5
** წარმატებული Skype ინტერვიუ Bellerbys College-ის წარმომადგენელთან
** მათემატიკის ტესტი.
სწავლის ერთი წლის გადასახადი: 21,450 ფუნტი. ერთი სასწავლო წლის 50% სტიპენდია შეადგენს 10,725 ფუნტს. დარჩენილ თანხას - სწავლის გადასახადს 10,725 ფუნტს - ფარავს სტუდენტი.
შენიშვნა: ცხოვრების ხარჯებს (კოლეჯის საცხოვრებელს - ერთი წელი 12,150 ფუნტი ან ოჯახში ცხოვრება - ერთი წელი 6,330 ფუნტი) არ ფარავს სასტიპენდიო პროგრამა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2014 წლის 20 აპრილი.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
საგანმანათლებლო სააგენტო ELL
მისამართი: ვაჟა ფშაველას 30ა, მესამე სართული, ოფისი 12, თბილისი 0177
ტელ/ფაქსი: (+995 32) 2 399246
ტელ: (+995 32) 2 391063
მობ: +995 599 504012, +995 599 248851
ელ.ფოსტა: nmakatsaria@ell.ge | mgabunia@ell.ge | info@ell.ge
ვებ-გვერდი: www.ell.ge
Facebook: www.facebook.com/ELLstudyabroad | www.twitter.com/ELLstudyabroad
წყარო: jobs.ge