en
ge

სტიპენდია Bellerbys College-ის A Level პროგრამაზე

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ELL
  • დაწყების თარიღი: 27.02.2014
  • ბოლო ვადა: 20.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70003/
ELL აცხადებს დიდი ბრიტანეთის Bellerbys College-ის (Cambridge, Oxford, London, Brighton) 2-წლიან A Level პროგრამაზე ერთ სტიპენდიას 18,504 ფუნტის ოდენობით, მე-10, 11, 12 კლასის მოსწავლეთათვის!
Bellerbys College დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კოლეჯია , რომელიც უცხოელ სტუდენტებს ამზადებს დიდი ბრიტანეთის უნივესიტეტებში სასწავლებლად. კოლეჯი გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით და კოლეჯის სტუდენტების მაღალი შედეგებით GCSE და A Level სასწავლო პროგრამებზე.
ELL საგანმანათლებლო სააგენტო ეძებს ნიჭიერ და წარმატებულ მე-11-12 კლასის მოსწავლეს, რომელიც Bellerbys College პროგრამის დასრულების შემდგომ შეძლებს სწავლა გააგრძელოს დიდი ბრიტანეთის ისეთ ტოპ უნივერსიტეტებში, როგორიცაა Oxford University, Cambridge University, LSE, Durham, Warwick, York, Lancaster, Exeter, Leicester, Bath და ა.შ.
საპრიზო სტიპენდია: ერთი A Level პროგრამის სტიპენდია ფარავს სწავლის გადასახადის 40%-ს კურსის სრული პერიოდის განმავლობაში (2 წელი).
აუცილებელი მოთხოვნები:
** მაღალი ქულები ყველა საგანში (არანაკლებ 80%)
** IELTS 5.5 (ყველა ასპექტში)
** ინტერვიუ Bellerbys College-ის წარმომადგენელთან.
სწავლის ერთი წლის გადასახადი: 23,130 ფუნტი. ერთი სასწავლო წლის 40% სტიპენდია შეადგენს 9,252 ფუნტს. დარჩენილ თანხას - სწავლის გადასახადს 13,878 ფუნტს - ფარავს სტუდენტი.
შენიშვნა: ცხოვრების ხარჯებს (კოლეჯის საცხოვრებელი - ერთი წელი 12,150 ფუნტი ან ოჯახში ცხოვრება - ერთი წელი 6,330 ფუნტი) არ ფარავს სასტიპენდიო პროგრამა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2014 წლის 20 აპრილი.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
საგანმანათლებლო სააგენტო ELL
მისამართი: ვაჟა ფშაველას 30ა, მესამე სართული, ოფისი 12, თბილისი 0177
ტელ/ფაქსი: (+995 32) 2 399246
ტელ: (+995 32) 2 391063
მობ: +995 599 504012,+995 599 248851
ელ.ფოსტა: nmakatsaria@ell.ge | mgabunia@ell.ge |info@ell.ge
ვებ-გვერდი: www.ell.ge
Facebook: www.facebook.com/ELLstudyabroad | www.twitter.com/ELLstudyabroad
წყარო: jobs.ge