en
ge

საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 28.02.2014
  • ბოლო ვადა: 28.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70082/
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2014 წლის 28 თებერვალს აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგ მიმართულებებზე.
**პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის
** მეორე მიმართულება - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის
** მესამე მიმართულება - ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ასპექტების შესწავლა და საჭიროებების განსაზღვრა
** მეოთხე მიმართულება - არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონული ქსელისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების განვითარების ხელშეწყობა, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში, სრული საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად
** მეხუთე მიმართულება - 2010 წლიდან საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა (რეგიონულ ჭრილში) 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე:http://www.electionreforms.ge
წყარო:jobs.ge