en
ge

გაცვლითი პროგრამა თურქეთში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია
  • დაწყების თარიღი: 01.03.2014
  • ბოლო ვადა: 15.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70123/
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ინტერკულტურულ გაცვლით პროგრამას თურქეთში.
პერიოდი: 12-19 აპრილი 2014.
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
ტრეინინგი შემუშავებულია ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:
** ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში
** ევროპული მოქალაქეობა
** კულტურული მემკვიდრეობა
** კულტურული იდენტობა
** კომუნიკაცია.
პროექტში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, თურქეთი, იტალია, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუმინეთი, პოლონეთი.
ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება 5 მონაწილე.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 250 ევროს.
ღირებულება მოიცავს:
** პროგრამაში მონაწილეობას
** სასტუმროში განთავსებას
** კვებას
** ექსკურსიას
** თვითმფრინავის ბილეთს (ორივე გზა)
** საერთაშორისო სერტიფიკატს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2014 წ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ეწვიეთ ორგანიზაციასოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით), ან დაგვიკავშირდით:
ტელ: 570 104104, 555 355119
ვებ-გვერდი: http://www.newuni.edu.ge/index.php?lang=en
წყარო:jobs.ge