"ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი", "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" ("EWMI-G-PAC")-ის მიერ დაფინანსებული 3 თვიანი პროექტის: "საქართველოში საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის კვლევა - მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას მედიცინის მუშაკის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
ზრდასრული შრომისუნარიანი მამაკაცისთვის აუცილებელი მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის კვლევა/ოპტიმიზაცია, მისი თანხვედრის გადამოწმება საერთაშორისო სტანდარტებთან და რეკომენდაციების მომზადება.
სამუშაო განაკვეთი: არასრული.
ჰონორარი: $700.
კვალიფიციური მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** საკვები ნივთიერებების კვებითი ღირებულებების კარგად ცოდნა
** სასურველია ჰქონდეს გარკვეული კვლევა აღნიშნულ დარგში.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** მინიმალური კვებითი რაციონის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დასმული ამოცანებისადმი გამკლავების უნარი.
ენების ცოდნა: ქართული; ინგლისური (სასურველია).
საკონტაქტო პირი: ამირან კაპანაძე - 568 699163.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და კვლევის ანოტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: epecgroup@gmail.com არაუგვიანეს 2014 წლის 7 მარტისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წყარო: jobs.ge