წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის თემაზე:
ნაბიჯი თავისუფლებისკენ - პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები პატიმართა, პრობაციონერთა და ყოფილ მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე. კერძოდ, მასალები უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს: პატიმრობა, მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი და მათი ინტერგრაცია.
განაცხადები მიიღება 2014 წლის 1 აპრილიდან 5 სექტემბრამდე
ჯილდო დაწესებულია 5 ნომინაცისათვის:
1. საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი;
2. საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
3. საუკეთესო რეპორტაჟი;
4. საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია;
5. საუკეთესო ბლოგ-პოსტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტებს. სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ენაზე. წარდგენილი მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2013 ან 2014 წელს რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში ან აღნიშნულ მისამართზე: http://humanrightshousetbilisi.wordpress.com/
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 500 ლარი ფულადი ჯილდო. დაჯილოება გაიმართება 2014 წლის 19 სექტემბერს.
წყარო: media.ge