ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა",რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი. საგრანტო კონკურსის მიზანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის წახალისება გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების პრევენციის საკითხების ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებს ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოაშკარავებას და მათთან ბრძოლას, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პატრიარქალური შეხედულებების შეცვლას სხვადასხვა აქტორებთან (გადაწყვეტილების მიმღებებთან, პოლიტიკოსებთან, რელიგიურ ლიდერებთან, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და სხვ.) ურთიერთქმედების გზით.