en
ge

ვორქშოფი ჟურნალისტებისათვის - „ნაბიჯი თავისუფლებისკენ“

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 19.03.2014
  • ბმული: http://www.media.ge/ge/portal/events/302319/
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით, ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის აწყობს ვორქშოფს თემაზე: ნაბიჯი თავისუფლებისკენ - პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში.ვორქშოპი მოიცავს შემდეგ თემებს: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში; პენიტენციური სტრესი და მისი გავლენა პიროვნებაზე; წამება და წამების შედეგები; არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მდგომარეობა; რესოციალიზაცია/რეინტეგრაციის პროგრამები ყოფილ მსჯავრდებულთათვის.ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მედიის (ბეჭდვითი თუ ელექტრონული) წარმომადგენლებმა და ბლოგერმა თბილისიდან. აღნიშნულ თემაზე GCRT აცხადებს ასევე კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის.