en
ge

სატრენინგო კურსი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 05.03.2014
  • ბოლო ვადა: 21.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70298/
"პირველი ნაბიჯი საქართველო" გთავაზობთ განახლებულ სატრენინგო კურსს 2014.
მოთხოვნა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
ტრენინგზე დასწრების პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით
ტრენინგ კურსის საფასური - 180 ლარი
ტრენინგი არის 7 დღიანი - 26, 27, 30, 31 - მარტი; 5, 8, 10 - აპრილი
ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები.
ტრენინგის დასაწყისი - 11.00
ტრენინგის დასასრული - 17.00
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** ყველა დაინტერესებულ პირს; პირებს რომლებიც აპირებენ მუშაობას ამ სფეროში ან მუშაობენ და ჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. მშობლები/მინდობით მშობლები, ოჯახის წევრები, ბაღების, სკოლების პედაგოგები;
** ფსიქოლოგები, სოციალური, მუშაკები, ჟურნალისტები და ნებისმიერი სხვა ფაკულტეტის სტუდენტები
ტრენინგის თემატიკა:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის და თანაცხოვრების ძირითადი მოდელები და ღირებულებები
** ეფექტური კომუნიკაციის ძირითადი თავისებურებები
** ძალადობის ფორმები და ნიშნები
** პირველადი სამედიცინო დახმარება და გადამისამართება
** განვითარების ეტაპები და განვითარების ძირითადი დარღვევები, აღზრდის თავისებურებები, სოციალური მიდგომა
** ეპილეფსია
** დაუნის სინდრომი
** ცერებრული დამბლა
** გონებრივი განვითარების შეფერხება
** ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი
** ჰიდროცეფალია
** აუტიზმი
** თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში
** თამაშის სახეები
** თამაში და აქტიობა
** თამაშით სწავლება და უნარების განვითარება
** რთული ქცევა
** იდენტიფიკაცია
** მართვის პრინციპები
ტრენინგის შედეგად:
მონაწილეებს ჩამოუყალიბდებათ ღირსეული დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, გაეცნობიან გაეროს უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს, სოციალური და სამედიცინო მოდელს და თანამედროვე მიდგომებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ღირსეული კომუნიკაციისთვის ძირითად პრინციპებს; პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და დროული გადამისამართება; განვითარების ყველაზე გავრცელებული დარღვევები, სოციალური მიდგომა, აღზრდის პრინციპები, თამაშით სწავლება, რთული ქცევის იდენტიფიკაცია და მართვის მიდგომები.
რეგისტრაცია წარმოებს 21 მარტის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ელექტრონულ მისამართზე: ztamuna@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციია მისაღებად მიმართეთ:
თამუნა ზაალიშვილი - 568117688
ორშაბათი - პარასკევი 10.00 - 18.00
მისამართი - დიღმის მასივი; ლუბლიანას 21ბ; ჟვანიას სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე შემოხვალთ თუ არა მარჯვნივ და პირდაპირ ჩაუყვებით გზას, დაინახავთ მწვანე ჭიშკარს და კოტეჯებს; პირველი კოტეჯი, პირველი სართული.
წყარო:jobs.ge