en
ge

ფსიქოლოგი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 05.03.2014
  • ბოლო ვადა: 16.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70307/
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფსიქოლოგის სამუშაოს ძირითადი მიზანია, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის, ასევე, კონსულტაციისა და ფსიქოდიაგნოსტიკური მომსახურების გზით, დახმარება გაუწიოს ოჯახზე დაფუძნებულ მომსახურებაში, კერძოდ კი ახალგაზრდულ სახლებში მცხოვრებ მოზარდებს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
** თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნოსტიკა და მისი ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
** ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
** მოზარდების საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის ტრენინგების ორგანიზება;
** მოზარდებთან პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ უზრუნველყოს, მოზარდებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** ბენეფიციარებთან სამუშაოს დასრულების შემდგომ, შეაჯამოს შესრულებული სამუშაო და შესაბამისად, უზრუნველყოს მათი დოკუმენტურად ასახვა;
** მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
** უზრუნველყოს სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი ახალგაზრდული სახლის ლიდერისთვის მიწოდება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** მოზარდებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** წერითი უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** დაგეგმვის, ორგანიზებისა და ფასილიტაციის უნარი
** მზაობა თვითგანვითარებისთვის
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2014 წლის 16 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო:jobs.ge