en
ge

კონკურსი – ჩემი წითელი ჯვრის ამბავი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 20.03.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/GeorgiaRedCross
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აცხადებს კონკურსს – "ჩემი წითელი ჯვრის ამბავი" ("MY RED CROSS STORY").
ყველა მოხალისეს და ბენეფიციარს, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა, უნდა გაგზავნოს 150 სიტყვისგან შექმნილი საკუთარი ისტორია, რომელიც წითელ ჯვარს უკავშირდება.
საუკეთესო ისტორიები დაიბეჭდება მისალოც ბარათებზე და პოსტერებზე, ხოლო საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გადაეცემა სამახსოვრო პრიზი და მისი ისტორია გამოქვეყნდება წითელი ჯვრის წლიური ანგარიშის პუბლიკაციაში.
გაუზიარეთ თქვენი წითელი ჯვრის ამბავი ორგანიზაციას 2014 წლის 20 მარტამდე.
მიწერეთ ელ. ფოსტაზე: youth@redcross.ge, ან ფეისბუქის ვებგვერდზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 2 96 10 92 - ახალგაზრდული სამსახური.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში