en
ge

ვიზიტები და სემინარები ევროპის უმაღლეს ორგანოებში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 08.03.2014
  • ბოლო ვადა: 25.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70467/
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ვიზიტებსა და სემინარებს ევროპის უმაღლეს ორგანოებში, ამასთანავე სასწავლო-კულტურულ ტურებს საფრანგეთში (სტრასბურგი), შვეიცარიასა და გერმანიაში.


პროგრამა მოიცავს:


** ტრენინგებს ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)

** ვიზიტს ევროსაბჭოში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)

** ვიზიტს ევროპის პარლამენტში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი)

** სემინარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი) 

** კულტურულ ტურებსა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას საფრანგეთში (ქ. სტრასბურგი), შვეიცარიასა და გერმანიაში.


ძირითადი მოთხოვნები:


** ასაკობრივი ჯგუფები: 13-დან 21 წლამდე და ასაკობრივი ჯგუფები: 21-დან 35 წლამდე;

** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა.


პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს.

პროგრამის განხორციელების დრო: 25 მაისი - ივნისი, 2014 წ.

პროგრამის სრული ღირებულებაა 1500 ევრო. 

აღნიშნულ ღირებულებაში შედის:


** ვიზიტებში მონაწილეობის მიღება

** საცხოვრებლის ხარჯები (ერთჯერადი კვება)

** მგზავრობის ხარჯები (ავია ბილეთი - ორი გზა; სამოგზაურო დაზღვევა)

** ვიზის მოსაკრებელი

** კულტურული ტურების ხარჯები შვეიცარიასა და გერმანიაში

** საერთაშორისო სერტიფიკატი.


პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.


რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, 2014 წლის 25 მარტამდე გამოაგზავნოთ CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ქვეყანა).


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
"

გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრის" ადმინისტრაცია
თბილისი, კოსტავას 67 (მ-2 სართული)

ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777, 593 711444

ელ-ფოსტა: exchangeprograms@pdcgeo.ge

მოიწონეთ სრული ინფორმაციის მისაღებად: http://goo.gl/Ceu9iX | https://www.facebook.com/groups/274237499262561/
წყარო: jobs.ge