10 მარტიდან 11 აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას შემდეგ სასერთიფიკატო ტრენინგ - კურსებზე.
1. პროექტის მართვა (ინგლისურად):
კურსის ხანგრძლივობა: 8 დღე, 16 სთ
ღირებულება: 120
2. სტრატეგიული მარკეტინგი:
კურსის ხანგრძლივობა: 7 დღე, 14 სთ
ღირებულება: 60
3. საგადასახადო საქმე:
კურსის ხანგრძლივობა: 10 დღე, 18 სთ
ღირებულება: 120
ტრენინგ - კურსებზე მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ელექტრონული აპლიკაციის ფორმა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ http://www.economists.ge.
შევსებული აპლიკაცია უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mkotia@economists.ge. შემდგომ თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ რეგისტრაციის მოწმობას. აპლიკანტს ვისაც სურს ტრენინგ-კურსის გავლა საფასურის გადახდის გარეშე, აქვს შესაძლებლობა ჩააბაროს მისაღები ტესტი.
წარმატებული კურსდამთავრებული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. საუკეთესო მონაწილეები კი - სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
საქონტაქტო პირი: მადონა კოტია
ეკონომიკური განათლების ცენტრის მენეჯერი
მისამართი: ორბელიანის ქ. 35
ელ.ფოსტა: mkotia@economists.ge
ტელეფონი: (+995 32) 292 28 39; (+995 32) 299 04 43.
მობილური: (+995 591) 119 590
წყარო: jobs.ge