ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ახორციელებს ოჯახის გაძლიერების პროგრამას, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. ორგანიზაცია თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი
** პროექტის მართვა და მიზნების მიღწევა დადგენილი ინდიკატორების შესაბამისად
** პროექტის განხორციელების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფა/მართვა
** შემოსული შემთხვევების განხილვა, განაწილება და სოციალურ მუშაკთან ერთად შემთხვევის სწორად წარმართვის განსაზღვრა;
** ჯგუფის წევრებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობა, ჯგუფში არსებული სირთულეებისა და საჭიროებების განხილვა, პროფესიული სუპერვიზია;
** პროექტის ფარგლებში, თანხების მიზნობრივი და ეფექტური განკარგვა და გაწეული ხარჯების მონიტორინგი;
** შემთხვევების ზედამხედველობა მომართვიდან ინტერვენციის დასრულებამდე/დახურვამდე;
** პროექტის ბენეფიციარების რეგულარული მონახულება და საჭიროების შემთხვევაში სწორი მიმართულების განსაზღვრა;
** SOS ოჯახებში მცხოვრები ბავშვების შემთხვევების ზედამხედველობა (ყოველკვარტალურად);
** პროექტის ყოველწლიური თვით-შეფასების განხორციელება;
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან, გარე ორგანიზაციებთან და/ან კერძო პირებთან თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კომპეტენციის გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში, პოტენციური ადგილობრივი შემოსავლების (ფულადი/არაფულადი) მოძიება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (სოციალური სამუშაო);
** სოციალურ/ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, მენეჯმენტის კუთხით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება
** პროგრამის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება
** ფინანსური რესურსების ადმინისტრირების გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანად ცოდნა;
** ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: ორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2014 წლის 20 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო: jobs.ge