en
ge

ტენდერი სტატიების მოწოდებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 10.03.2014
  • ბოლო ვადა: 10.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70568/
პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი აცხადებს სტატიების მიღებას ქართულენოვანი სტუდენტური სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალისთვის: პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ანალიტიკური დაიჯესტი.
ჟურნალი წარმოადგენს პირველ მცდელობას, შეიქმნას ქართულენოვანი ანალიტიკური პერიოდული გამოცემა ყოფილ კომუნისტურ სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ტრანსფორმაციის შესახებ. ჟურნალი სამ მიზანს ისახავს. პირველი, წაახალისოს საქართველოში პოსტკომუნისტური სივრცის ინტერდისციპლინური კვლევა. მეორე, ხელი შეუწყოს აკადემიური და ჟურნალისტური სტანდარტების ერთმანეთთან დაახლოებას საქართველოში. მესამე, საშუალება მისცეს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რომ საკუთარი ანალიზი გააცნონ ქართულ საზოგადოებას. სტატიების თემატიკა უნდა ეხებოდეს ყოფილ კომუნისტურ სივრცეს (ყოფილი საბჭოთა კავშირი და პოსტკომუნისტური აღმოსავლეთ ევროპა). სტატიები უნდა აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია თანდართულ ფაილში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი უფლებას იტოვებს, არ გამოაქვეყნოს ნებისმიერი სტატია, რომელიც არ აკმაყოფილებს აკადემიურ და/ან ტექნიკურ მოთხოვნებს. სტატიების გამოქვეყნებისთვის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი არ გასცემს ჰონორარს და არ ითხოვს განხილვის/რედაქტირების საფასურს.
პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი, ასევე, აცხადებს შემოთავაზებების მიღებას არჩი ბრაუნის წიგნის "კომუნიზმის აღმასვლა და დაცემა" მიმოხილვის დასაწერად. საუკეთესო მიმოხილვა გამოქვეყნდება ჟურნალის მიმდინარე ნომერში. წიგნი არის ინგლისურ ენაზე და მის მიწოდებას დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფს პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი. მიმოხილვა უნდა იყოს 500-800 სიტყვა. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით.
სტატიები შეფასდება პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის რედაქტორებისა და გარეშე ექსპერტების მიერ. მოწონების შემთხვევაში სტატია გამოქვეყნდება ანალიტიკური დაიჯესტის მომდევნო ნომერში. სტატიის 2014 წლის მაისის ნომერში მოსახვედრად აუცილებელია, ნაშრომი 2014 წლის 10 აპრილამდე გაუგზავნოთ ლევან კახიშვილს შემდეგ მისამართზე: LKakhishvili@cpss.ge
საავტორო უფლებები დაიჯესტში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ რჩება ავტორს, თუმცა სტატიის შინაარსის გამოყენების ან/და სხვა ელექტრონულ თუ ბეჭდურ გამოცემაში გამოქვეყნების შემთხვევაში აუცილებელია იმის მითითება, რომ სტატია პირველად გამოქვეყნდა პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის ელექტრონულ პერიოდულ გამოცემა პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ანალიტიკურ დაიჯესტში.
წყარო: jobs.ge