მიუნსტერის უნივერსიტეტი 2014 წლის მაისში საქართველოში ატარებს DSH-ის გამოცდას (შეესაბამება C 1 დონეს) და DSH 1- ს (შეესაბამება B 2 დონეს) გერმანულ ენაში. DSH- ის ენის დიპლომი შესაძლებლობას მოგცემთ, უგამოცდოდ გააგრძელოთ სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში და DAAD- ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში გათავისუფლებთ ენის გამოცდების ჩაბარებისაგან.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ასევე, გერმანული ენის სკოლის მასწავლებლებს, რომელთაც სურთ მოიპოვონ ენის ცოდნის B 2 ან C1 დონეზე დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომი ან მედიკოსებმა, რომელთაც სურთ, პრაქტიკა გაიარონ გერმანიის კლინიკებში ან სწავლა გააგრძელონ გერმანიაში.
გამოცდას იბარებს გერმანიიდან ჩამოსული კომისია.
** ექსტერნად გამოცდის ჩაბარების ფასი 250 ლარი
** მოსამზადებელი კურსი 450 ლარი
** საორიენტაციო მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე ინტენსიური კურსი
გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მარტი, 2014
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ტელ: 599 23 06 73 (საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ნინო აბრალავა)
წყარო: jobs.ge