"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას რაიონული კოორდინატორის პოზიციებზე შემდეგ რაიონებში: ისანი, ქარელი, ვანი, თერჯოლა.
რაიონული კოორდინატორის მოვალეობები:
** განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონიტორინგი;
** განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების მონიტორინგი;
** დააკვირდეს საარჩევნო ციკლში საარჩევნო სუბიექტების საქმიანობას და დაესწროს მათ მიერ გამართულ საჯარო შეხვედრებს;
** აუცილებლობის შემთხვევაში გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან;
** შეარჩიოს არჩევნების დღის მოკლევადიანი დამკვირვებლები კონკრეტულ რაიონში;
** შეასრულოს მობილური ჯგუფის მოვალეობა არჩევნების დღეს;
** დაესწროს ორგანიზაციის მიერ გამართულ ყველა სავალდებულო ტრენინგს;
** მიაწოდოს ინფორმაცია რაიონულ დონეზე დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
** პროექტის ფარგლებში სრულად და ჯეროვნად ანგარიშგება რეგიონულ/პროექტის კოორდინატორთან;
** შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე შეასრულოს პროექტის საქმიანობებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აპოლიტიკურობა.
სასურველი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საარჩევნო საკითხების ცოდნა;
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** მოხალისეობრივი საქმიანობის სტაჟი.
კოორდინატორის საქმიანობის შეთავსება შეუძლიათ დასაქმებულ პირებს, მათ შორის სტუდენტებს, გარდა საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებისა, თუ ხელი არ შეეშლებათ კოორდინატორის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებაში. მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი 2014 წლის 21 მარტამდე ელ.ფოსტის მისამართებზე: hr@isfed.ge | t.kirvalidze@isfed.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები" მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
წყარო: jobs.ge