en
ge

სამუშაო შეხვედრები ახალგაზრდებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 11.03.2014
  • ბოლო ვადა: 21.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70589/
"პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი" აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოს შეხვედრებისთვის. სამუშაო შეხვედრები ემსახურება ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას ტოლერანტობის, ანტიდისკრიმინაციის, ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების მართვის შესახებ.
თუ თქვენ :
** ხართ 18-დან 22 წლამდე
** გაინტერესებთ უმცირესობების (ეთნიკური და რელიგიური) თემატიკა
** გაინტერესებთ ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნების მართვა, რელიგიური და ეთნიკური თანასწორობა, სოლიდარობის იდეა,
მაშინ შესაძლებლობა გეძლევათ:
** გაიღრმავოთ ცოდნა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების მართვის შესახებ
** მონაწილეობა მიიღოთ შეხვედრების შემდგომ დაგეგმილ ვიდეო და ფოტო კონკურსში
** გახდეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მინი-ფესტივალისა და საჯარო დისკუსიის მონაწილე.
აპლიკაციის შესავსებად მიყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1EKu9Qt8nZvahhX1z8vBRepFCEKTaYuiwbQ55SiZIZFc/viewform
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 21 მარტი, 23:59 სთ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ: info@cpss.ge
პროექტი "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" წარმოადგენს "პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის" ინიციატივას, გამოავლინოს დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემები ქართველ ახალგაზრდებში და მიზნად ისახავს ერთობლივი ღონისძიებების მეშვეობით დაეხმაროს ახალგაზრდებს აქციონ ტოლერანტობა და მიმღებლობა საკუთარი ცხოვრების წესად. პროექტი ხორციელდება "პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის" მიერ, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
წყარო: jobs.ge