"Go Group Media" აცხადებს მიღებას "კავკასიელ ავტორთა კურსის" 2014 წლის სასწავლო პროგრამაზე. კურსი განკუთვნილია კავკასიის ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება და სურთ გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები.
პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტები შეისწავლიან კინოდოკუმენტალისტიკისა და ფოტოგრაფიის თანამედროვე სტანდარტებსა და პრინციპებს, ასევე გაივლიან კონფლიქტის მედია ანალიზის აკადემიურ კურსს. სტუდენტებს ჩაუტარდებათ ინტენსიური ტრენინგები ონლაინ და რეალურ რეჟიმში.
კონკურსის წესით შერჩეული 11 ჟურნალისტი ვალდებული იქნება პროგრამის დასასრულს წარადგინოს სამი საკურსო ნამუშევარი: დოკუმენტური ფილმი, ფოტოისტორია და კონფლიქტის თემაზე მომზადებული ტექსტური მასალა. კურსის მსვლელობისას სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სათანადო აპარატურით (ფოტო და ვიდეოკამერით).
სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე. საკმარისია რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა (აპლიკანტს უნდა შეეძლოს რუსულად თავისუფლად საუბარი და კითხვა).
კურსდამთავრებულები მიიღებენ სერთიფიკატს.
სწავლების ხანგრძლივობაა 8 თვე.
სასწავლო პერიოდი: 2014 წლის მაისი-დეკემბერი.
სწავლა უფასოა.
პროგრამა ხორციელდება მედიის, კომუნიკაციებისა და განვითარების ფინური ფონდის "VIKES"-ისა და ჰოლანდიური ორგანიზაცია "Free Press Unlimited"-ის მხარდაჭერით.
მსურველებმა უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი, პროფესიული ბიოგრაფია (CV) და ორი სარეკომენდაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: maka.tsnobiladze@gogroupmedia.net 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.gogroupmedia.net/Pages/CAC/ActivitiesReview.aspx ან დაგვიკავშირდით: 2 365433, 599 576265.
წყარო: jobs.ge