2014 წლიდან ″საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი″ იწყებს დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების მხარდაჭერას. მხარდაჭერის პროგრამა 2 ეტაპიანია.
პირველ ეტაპზე დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ "სოციალური საწარმოს ბიზნეს გეგმის შემუშავების” ინტენსიური ტრენინგ კურსი.
მეორე ეტაპზე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი და გაიცემა მიკრო გრანტი დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად/ განვითარებისთვის. საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ პირველ ეტაპზე მონაწილე ორგანიზაციებს.
″საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი″ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში – ″ბიზნეს გეგმის შემუშავება სოციალური საწარმოებისთვის″, რომელიც ჩატარდება ქ. თბილისში, 2014 წლის 1-ლიდან 4 აპრილის ჩათვლით (ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს ადგილის და დროის დასაზუსტებლად).
ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ:
1. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს;
2. ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, აქვს დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობის პრაქტიკა ან მისი განვითარების შესაძლებლობა და სურვილი;
3. მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ სრულად დაესწრონ ტრენინგს 4 დღის განმავლობაში (1-4 აპრილი).
ტრენინგის შედეგად მონაწილეები
- მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სოციალური მეწარმეობის შესახებ.
- შეისწავლიან სოციალური საწარმოს დაგეგმვის სპეციფიკას, სირთულეებს, რომელსაც აწყდებიან ორგანიზაციები სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს შორის ბალანსის მისაღწევად.
- გაეცნობიან სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების ტექნიკებს.
ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ორგანიზაციაში სოციალური მეწარმეობის კუთხით არსებული გამოცდილება და/ან პოტენციალი.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა არა უგვიანეს ა.წ. 20 მარტის, 16:00 საათისა უნდა წარმოადგინონ:
1. სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1,5 გვერდი), სადაც მოკლედ აღწერთ:
აქვს თუ არა ორგანიზაციას დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური მეწარმეობის გამოცდილება;
აპირებს თუ არა მომავალში მსგავსი პრაქტიკის გაფართოებას / დანერგვას;
კონკრეტულად, რას ელით დაგეგმილი ტრენინგიდან.
საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია:
1. ელექტრონული სახით: apply@csrdg.ge ან 2. ნაბეჭდი სახით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში, მისამართზე: თბილისი, დელისის I შესახვევი, 5ა, ტელ.: (+995 32) 2399019/18.
საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი
წყარო:cse.ge