en
ge

კონკურსი ვიდეორგოლების მომზადებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: კამპანია – „ეს შენ გეხება“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.04.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/esshengexeba
კამპანიის– "ეს შენ გეხება" – ფარგლებში ცხადდება კონკურსი ვიდეორგოლების მომზადებაზე.
კამპანიის მიზანია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს პირადი ცხოვრების ხელყოფის შესაძლებლობას და ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი სუბიექტების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
მეტი ინფორმაცია კამპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://esshengexeba.ge/; ეს შენ გეხება
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, ორგანიზაციას და მოქალაქეთა ჯგუფს.
კონკურსის მიმდინარეობის პერიოდი: 2014 წლის 11 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით.
ვიდეოკლიპების კონკურსში მონაწილეობის წესები:
• ვიდეოკლიპები (იუმორის გამოყენების ან სერიოზული ფორმით) შინაარსობრივად მიმართული უნდა იყოს პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ და შეესაბამებოდეს კამპანიის მიზანს
• ვიდეოკლიპის გადაღება შეგიძლიათ ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით
• ვიდეოკლიპისთვის შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ფორმა: მოკლე ფილმი, ვიდეომიმართვა, ფოტოკოლაჟი, ინტერვიუ, ანიმაცია, სკეტჩი და ა.შ
• ვიდეოკლიპების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს
• გადაღებული კლიპი ატვირთეთ Youtube-ზე, სათაურში მიუთითე „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ!"
• გამოაგზავნეთ თქვენი ვიდეოკლიპის ბმული (link) შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: marina@osgf.ge
წერილში აუცილებლად მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
• ჩვენთან გამოგზავნილ წერილის სათაურში მიუთითეთ: ვიდეო კლიპების კონკურსი „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ!"
• თქვენი სახელი, გვარი
• მობილური ტელეფონის ნომერი
• ელ – ფოსტის მისამართი
გამოგზავნილი ვიდეორგოლი განთავსდება ჩვენი facebook-ისგვერდზე: www.facebook.com/esshengexeba.
კონკურსის ორი გამარჯვებული გამოვლინდება ამ გვერდზე მოგროვებული „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო 2 გამარჯვებულს შეარჩევს ჟიური.
აპლიკანტის სურვილის შემთხვევაში, მისი ანონიმურობა დაცული იქნება.
ოთხივე გამარჯვებულს გადაეცემათ პრიზი 500 აშშ დოლარის ოდენობით.
ვიდეოკლიპების ატვირთვის ბოლო ვადაა 2014 წლის 5 აპრილი
ნუ დაკარგავ დროს! შემოგვიერთდით დღესვე!
წყარო: კამპანიის ვებგვერდი სოციალურ ქსელში