საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი იწყებს 2014 წლის მოწვევის დეპუტატების შერჩევას!
2013 წელს წარმატებულად განხორციელებული მოწვევის შემდგომ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია შევაფასოთ პროექტის მეთოდოლოგია, როგორც ინოვაციური მიდგომა ახალგაზრდების პოლიტიკური განათლების და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირი ჩართულობის თვალსაზრისით.
ახალგაზრდა დეპუტატები 1 წლიანი მანდატის ფარგლებში არა მხოლოდ საკანონმდებლო წინადადებებზე მუშაობდნენ, რომელთა ნაწილი ინიციატივადაც კი იქცა და გამზადდა კენჭისყრაზე გასატანად საქართველოს პარლამენტში, არამედ უშუალოდ ხვდებოდნენ ახალგაზრდებს და მოსახლეობას თბილისისა და რეგიონების მასშტაბით პრობლემებისა და საჭიროებების უკეთესად წარმოსაჩენად მათი შემდგომი ადვოკატირების მიზნით.
ახალგაზრდა პარლამენატრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ პოლიტიკური და დიპლომატიური განათლება თემატური სწავლებების მიხედვით, რომლიდან მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად იყენებდნენ პლენარულ სხდომებზე, ბრიფინგებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე. დეპუტატები აგრეთვე აქტიურ კონსულტაცებს გადიოდნენ დარგის ექსპერტებთან, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:
- კანონმდებლობის დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე საკანონმდებლო წინადადებების მიწოდება საქართველოს პარლამენტისათვის;
- მუდმივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირების კამპანიის წარმოება, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პროცესებში ჩართვა და აქტუალურ საკითხებზე რეაგირება;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდული როლის გაძლიერების ხელშეწყობა;
- საზოგადოებასა და სამთავრობო სექტორს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულება;
- ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და პოლიტიკური კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა:
2014 წლის მოწვევის დეპუტატების რაოდენობა განისაზღვრება 100 ადამიანით, რომელთა მანდატის ვადა იქნება ერთი წელი. ახალგაზრდულ პარლამენტში იმუშავებს 10 კომიტეტი, რომლებსაც უხელმძღვანელებენ აგრთვე გასაუბრების საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდები. ახალგაზრდული პარლამენტის კომიტეტებს მუდმივი კავშირი ექნებათ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან და მათ აპარატებთან ინფორმაციის მუდმივი გაცვლისა და მუშაობის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. ახალგაზრდა პარლამენტარებს აგრეთვე ექნებათ მუდმივი კოორდინაცია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი იმუშავებს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს დეპუტატთა უფლებებსა და მოვალეობებს, საკომიტეტო მუშაობებისა და სხდომების ჩატარების ინტენსივობას. 2014 წლის მოწვევის ახალგაზრდულ პარლამენტის საქმიანობაში ჩართული იქნება ექსპერტთა საბჭო და მენტორთა ინსტიტუტი, რომელიც კომიტეტებს გაუწევს შესაბამის მხარდაჭერას რეკომენდაციების მიცემისა და პარლამენტის მუშაობის მონიტორინგის/შეფასების კუთხით.
2014 წლის მოწვევის ახალგაზრდა პარლამენტარების შერჩევის პროცედურები:
2014 წლის ახალგაზრდა პარლამენტარების შერჩევა მოხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18–დან 25 წლამდე ახალგაზრდას. პროექტის მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები ეფუძნება აპლიკანტების მოტივაციის ხარისხს, ცოდნასა და გამოცდილებას შესაბამისი თემატური მიმართულებით და აგრეთვე კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარებს. ახალგაზრდა პარლამენტართა შერჩევის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტთა საბჭოს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების/ფონდების წარმომადგენლები და ახალგაზრდული პარლამენტის აღმასრულებელი საბჭო.
განაცხადის შევსება შეგიძლიათ არაუგვიანეს 28 მარტისა.
შევსებული განაცხადის ფორმა (PDF ფაილი) და
CV (ფოტოსურათთან ერთად) გადმოაგზავნეთ ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@youthparliament.ge, Subject ველში მიუითეთ „2014 წლის მოწვევა".
განაცხადი შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგი ბმულიდან:
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით:
E-mail: info@youthparliament.ge,
Tel: +(995) 593 43 14 51
+(995) 555 55 63 08
+(995) 555 91 00 33
+(995) 598 50 28 56
წყარო: საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის გვერდი სოციალურ ქსელში