en
ge

ტენდერი პროექტის საინფორმაციო და ორგანიზაციულ მხარდაჭერაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: კივიტას გეორგიკა
  • დაწყების თარიღი: 12.03.2014
  • ბოლო ვადა: 30.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70715/
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მიწის გამოყენების ინტეგრირებული მოდელირება და მართვა შავი ზღვის ესტუარებისთვის (ILMM-BSE) ფარგლებში იწვევს გამოცდილ ადგილობრივ ორგანიზაციებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში შემდეგი დავალების შესასრულებლად: პროექტის საინფორმაციო და ორგანიზაციული მხარდაჭერა გურიის რეგიონში.
შერჩეულმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შემდეგი:
** მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან შემდგარი სანაპიროს მართვის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების და საქმიანობის ორგანიზაცია;
** შეხვედრების, ტრენინგების, ღონისძიებებისა და საქმიანობის ორგანიზება ადგილობრივ და სამხარეო დონეზე გურიის რეგიონში (მათ შორის, სანაპიროს მართვის ერთობლივი ფორუმის რეგულარული შეხვედრები; სანაპიროების დასუფთავების ორგანიზება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ა.შ.);
** მონაცემების მოძიება და შეგროვება სანაპიროს და წყალშემკრები აუზის გეოინფორმაციული სისტემისათვის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით;
** პროექტის მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ურთიერთქმედების და კოორდინირების უზრუნველყოფა პროექტის პარტნიორ ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების, აგრეთვე, საზოგადოების წარმომადგენლებთან.
** სხვა მსგავსი საქმიანობების საინფორმაციო და ორგანიზაციული მხარდაჭერა პროექტის მოთხოვნილებების შესაბამისად.
დავალების შესრულების მიმდინარეობა - 2014 წლის აპრილი - 2015 წლის აპრილი.
აუცილებელია კონკურსანტი ორგანიზაცია იყოს რეგისტრირებული ან ჰქონდეს მუდმივი ოფისი/წარმომადგენლობა გურიის რეგიონში და გააჩნდეს მსგავსი პროექტების განხორციელების არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ერთნაირი კვალიფიკაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება დაბალ ფასს.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაწოდეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
** მოკლე ინფორმაცია თქვენს ორგანიზაციაზე;
** განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი მოკლე აღწერით;
** დავალების შესრულების ფასი;
** ინფორმაცია ამ დავალებისთვის შემოთავაზებული პერსონალის შესახებ.
ინფორმაცია მოგვაწოდეთ ელექტრონული სახით, 2014 წლის 30 მარტამდე მისამართზე office@civitas.ge სადაც "subject line"-ში მიუთითებთ "კონკურსისთვის".
წყარო: jobs.ge