საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" აცხადებს კონკურსს პროექტის სპეციალისტის პოზიციაზე პროექტში "წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია საქართველოს მდინარეებზე".
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ჰიდროლოგიის, გეოლოგიის ან გეოგრაფიის განხრით;
** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
** არანაკლებ 2 წლის გამოცდილება პროექტების მართვაში;
** რუსული ენის კარგი ცოდნა, სასურველია ინგლისურის ცოდნაც;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია;
** გუნდური მუშაობის უნარები.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კოორდინაცია გაუწიოს ქართველ და პოლონელ სპეციალისტებს საქართველოს მდინარეებზე პარამეტრების აზომვითი ღონისძიებების ჩატარებაში და ხელი შეუწყოს შემდგომ თანამგზავრულ მოდელირებას.
** მოახდინოს წყალდიდობის შესაძლო სცენარების გაანალიზება;
** პროექტის საქმიანობების კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე http://www.civitas.ge
დაინტერესებულ აპლიკანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე office@civitas.ge 2014 წლის 23 მარტამდე. "Subject line"-ში მიუთითეთ "პროექტის სპეციალისტი".
წყარო: jobs.ge