en
ge

კონკურსი საუკეთესო სლოგანის გამოსავლენად

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურსს საუკეთესო სლოგანის გამოსავლენად პროექტის ”თემთა მობილიზება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით” ფარგლებში. კონკურსის შედეგად შეირჩევა სლოგანი, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების დროს, ასევე საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბროშურებში. საუკეთესო სლოგანის ავტორი დაჯილდოვდება.პროექტის ”თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” შესახებ. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ. სლოგანი და თქვენი კოორდინატები გაგზავნეთ ელ. ფოსტაზე:office@ginsc.net.
სლოგანის გაგზავნის ბოლო ვადა: 28 მარტი.
წყარო: პორტალი GINSC