"იდენტობა", საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი ქართველ სტუდენტებში ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბი, ტრანსგენდერი) საკითხებისადმი მგრძნობელობის ამაღლებაა. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია 2014 წლის 24 აპრილს ლგბტ საკითხებში მეორე ქართული სტუდენტური კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერ საფეხურისა და სპეციალობის სტუდენტს.
ა) მონაწილეთათვის გათვალისწინებულია სტიპენდია 265 ლარის ოდენობით (ხელზე), რომელსაც, 10 შერჩეული სტუდენტი, საკუთარი სურვილისამებრ, გამოიყენებს კვლევის ხარჯების დასაფარავად (მაგ. სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯები, ინტევიუერებისა და გამოკითხულ პირთა კომპენსაცია, კითხვარების დაბეჭდვა, მკვლევარის ჰონორარი ან სხვა ხარჯები). კვლევის ბიუჯეტისა და გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მოითხოვება.
ბ) კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი საკვლევი თემა, რომელიც საქართველოში ლგბტ ადამიანების სოციალურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ მდგომარეობას ეხმიანება. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს:
** ინოვაციური - ახლებური ხედვა, ჯერ გამოუკვლეველ საკითხთა წინ წამოწევა.
** ორიგინალური - არ უნდა წარმოადგენდეს თქვენს ან სხვა პირთა მიერ გაწეულ ნაშრომის უბრალოდ განმეორებას
** კვლევაზე დაფუძნებული - ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს ემპირიულ კვლევას, ან/და სხვა გზით მოპოვებულ პირველად მონაცემებს
** ინდივიდუალური - ორი და მეტი პირის მიერ წარმოდგენილი ჯგუფური ნაშრომი და კვლევები დაიშვება, მაგრამ, სტიპენდიის მაქსიმალური მოცულობა არ გაიზრდება.
** ფორმატი - წარმოდგენილი ნაშრომი, ბიბლიოგრაფიის ჩათვლით, არ უნდა იყოს 3000 სიტყვაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 4000 სიტყვას.
** სამუშაო ენა - კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული.
გ) თემატიკა - სტუდენტებს შეუძლიათ შეარჩიონ ნებისმიერი საკვლევი თემა ან აირჩიონ ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხთა ნუსხიდან ერთ-ერთი და სურვილისამებრ შეცვალონ კვლევის საჭიროების მიხედვით.
** სოციალური კეთილდღეობა და ლგბტ;
** მედია და ლგბტ;
** პოლიტიკური სამართალი და ლგბტ;
** ჰომოფობია საზოგადოებაში და ინტერნალიზებული ჰომოფობია;
** ლგბტ უფლებები საქართველოში;
** ლგბტ ოჯახები და საერთაშორისო პრაქტიკა;
** რელიგია და ლგბტ;
** საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკა;
** ტრანსფობია და ტრანზიციის საკითხები;
** ლგბტ და ქვიარ აქტივიზმი;
** ლგბტ აქტივიზმი ხელოვნების ჭრილში;
** სიძულვილის ენა;
** ბულინგი სკოლებში;
** იდენტობის პოლიტიკა;
** ტრანსგენდერი ადამიანების ურთიერთობა ოჯახში ტრანზიციის დროს;
** ინსტიტუციონალური ჰომოფობია;
** ტრანს პოლიტიკა - პროფესიული მუშაობის პრაქტიკა საზოგადოებაში და ტრანს ადამიანების სამედიცინო საჭიროებები
** ზეპირი ისტორიები და ნარატიული ანალიზი ლგბტ თემში
** ლგბტ თემის დისკრიმინაცია და მდგომარეობა რეგიონებში
დ) კონფერენცია გაიმართება თბილისში. სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას, გათვალისწინებულია კვების, სატრანსპორტო და სასტუმროს ხარჯები.
ე) დაინტერესებულმა პირებმა 2013 წლის 20 მარტამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა შემდეგ გვერდზე:
identoba.com
წყარო:jobs.ge