გაქვს ამბიცია, იყო წარმატებული ახალგაზრდა?
გსურს, ისწავლო ამერიკულ და ევროპულ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში?
გინდა, გახდე ნამდვილი ლიდერი?
მაშინ დაგეგმე შენი მომავალი დღეს - გაიარე ლიდერთა მასტერკლასები, ეზიარე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და მიიღე ორენოვანი სერთიფიკატი.
"ლიდერთა სკოლა" "International Friendship Ambassadors Foundation"-ის პროექტია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვება ამერიკულ და ევროპულ საგანმანათლებლო წრეებში. პროექტის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებული და გამორჩეული პროფესიონალები არიან დიპლომატიაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ სხვა საზოგადოებრივ სფეროში.
"ლიდერთა მასტერკლასები" პირველი პროექტია სამხრეთ კავკასიაში და ის სწორედ საქართველოში იწყება. პროექტს მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობა, ბიზნეს საზოგადოება და საერთაშორისო ფონდები.
ლიდერთა მასტერკლასების მიზანია, ახალგაზრდების პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული და აკადემიური მომზადება წარმატებული ლიდერობისა და კარიერისათვის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.
სწავლების მეთოდიკა ეფუძნება საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით.
"ლიდერთა მასტერკლასები" 5 ძირითადი მოდულისაგან შედგება, თითიეული მოდულის ხანგრძლივობაა 12 საათი. სასწავლო პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ, ვიზუალურად მდიდარ სალექციო გარემოს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
I მოდული:
** საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ხელოვნება
** მოლაპარაკებების ხელოვნება
II მოდული:
** როგორ დავწერო რეზიუმე? - ევროპული და საერთაშორისი სტანდარტები
** როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი? - ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები.
III მოდული:
** როგორ მოვიპოვო ადგილობრივი და საერთაშორისო სტიპენდიები ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად?
** როგორ მოვიპოვო ადგილობრივი და საერთაშორისო სტიპენდიები ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად?
IV მოდული:
** როგორ გავხდე წარმატებული ლიდერი?
** დებატებისა და დარწმუნების ხელოვნება
V მოდული:
** დიპლომატიური ეტიკეტი
** ეფექტური კომუნიკაციის წარმატების საიდუმლო.
ექსკლუზიურად, "ლიდერთა მასტერკლასები" მონაწილეებს სამუშაო ვიზიტებსა და შეხვედრებს სთავაზობს:
** ცნობილ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან
** დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის უმაღლეს წარმომადგენლობებთან
** პოლიტიკოსებთან
** სამინისტროებსა და საქართველოს პარლამენტში
** ნატოსა და ევროკავშირის ოფისებში
** საერთაშორისო ორგანიზაციებში
** მსხვილ ბიზნეს კორპორაციებსა და ფონდებში.
პროექტის მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერის გათვალისწინებით, მასტერკლასების ღირებულება შედარებით დაბალია ქართველი მონაწილეებისათვის. თითოეული მოდულის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 60 ევროს, ხოლო მთლიანი კურსის ღირებულებაა 250 ევრო.
წარმატებული კურსდამთავრებულები წარდგენილ იქნებიან გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი რანგის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არაუგვიანეს 2014 წლის 25 მარტისა. დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
გახდი მომავლის ლიდერი!
გისურვებთ წარმატებებს!
განაცხადის შესავსებად დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული
ტელ.: (32) 2 933881, 599 560348
წყარო: jobs.ge