en
ge

ტრენინგ-კონფერენცია გაეროში - ნიუ იორკი, აშშ

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 13.03.2014
  • ბოლო ვადა: 27.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70763/
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი" საშუალებას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, გაემგზავრონ ამერიკაში და მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფორუმში - "გლობალური პრობლემების გადაჭრის ლაბორატორია 2014", გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკი.
პროექტი განკუთვნილია როგორც მოსწავლეებისთვის 16 წლიდან, ასევე სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სტრატეგიების შემუშავებისა და დაგეგმვის მეთოდოლოგიას, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ლიდერობისა და პრობლემების მოგვარების გზების შესახებ, გაეცნონ მსოფლიოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებს, ტექნოლოგიებს, კულტურას, რესურსებს და გააცნობიერონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მომავლის შესაცვლელად.
სამეცნიერო პროექტი არის ადგილი, სადაც რეალურად ხდება გლობალური და ლოკალური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.
მოთხოვნები:
** ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 25 წლამდე;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
** ლიდერის თვისებები.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, 2014 წლის 27 მარტამდე გამოაგზავნოთ CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "USA International Program"), ან შეავსოთ ონლაინ-აპლიკაცია: http://goo.gl/MmnPr3
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 10 დღე
პროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის 22 ივნისი - 02 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი"
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777
დაალაიქეთ სრული ინფორმაციისათვის მისაღებად: http://goo.gl/Ceu9iX
გაეცანით ბიზნეს და სამართლის ტრენინგებს, მოიწონეთ და მიიღეთ ყოველდღიური სიახლეები:
ევროპის აკადემიური ცენტრი
გაცვლითი პროგრამები/სწავლა საზღვარგარეთ
სასკოლო სასერტიფიკატო პროგრამები
ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.pdcgeo.ge
წყარო: jobs.ge